მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი“ - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი

„უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინაში არ არსებობს ტერიტორიები, რომლებსაც მოსკოვმა საკუთარი უნდა უწოდოს.

„უკრაინის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია. ეს პრინციპში მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან ომი ომია. ჩვენ დაგვჭირდება ამ ტერიტორიების გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის რუსეთის ფედერაცია.

ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი რესურსი აქვს. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია მათთან გამკლავება იმ ბოროტების დასჯის თვალსაზრისით, რაც მათ ამ სამყაროში მოიტანეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი აცხადებს, რომ დასავლეთში პუტინს პატივს სცემდნენ შიშის გამო. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები