მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

CIA-ს ყოფილი დირექტორი

აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში, ასევე, ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, -  ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

როგორც პეტრეუსმა აღნიშნა, მას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან არ უსაუბრია ბირთვულ ესკალაციაზე აშშ-ის სავარაუდო პასუხთან დაკავშირებით.

„ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით ნატოს - კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით,  რომელიც ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და, ასევე, ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“, - განუცხადა მან ABC News-ს.

კითხვაზე, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში მიიყვანს თუ არა ამერიკასა და ნატოს ომამდე, პეტრეუსმა აღნიშნა:

„ეს არ იქნება სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას, რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად აშშ-სა და ნატოს პასუხი იქნება სათანადო“, - დასძინა პეტრეუსმა.

პეტრეუსის თქმით, იმის ალბათობა, რომ რადიაცია გავრცელდება ნატოს წევრ ქვეყნებზე მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშ, შესაძლოა განიმარტოს, როგორც თავდასხმა ნატოს წევრზე.

„ეს არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ, ამაზე იქნება პასუხი“, - აცხადებს CIA-ს ყოფილი დირექტორი.

მისი თქმით, მოსკოვის ლიდერი სასოწარკვეთილია.

„ბრძოლის ველზე არსებული რეალობა, რომელსაც ის აწყდება, ვფიქრობ, შეუქცევადია. არანაირი შაბლონური მობილიზაცია, ვერცერთი ფარული ბირთვული საფრთხე ვერ გამოიყვანს მას ამ კონკრეტული სიტუაციიდან. რაღაც მომენტში მოლაპარაკებების დაწყება უნდა მოხდეს“, - აღნიშნავს პეტრეუსი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ „ჯერ სად ხართ, უარესი იქნება“ - რუსი სამხედრო კორესპონდენტი

✔️ ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - იენს სტოლტენბერგი

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები

✔️ იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით, ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი - ანდრეი ერმაკი