მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა პირები, რომლებმაც ოლექსი რეზნიკოვისა და კირილ ბუდანოვის მკვლელობა დაგეგმეს

ოლექსი რეზნიკოვი, კირილ ბუდანოვი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა მკვლელები, რომლებმაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის მკვლელობა დაგეგმეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურმა აღკვეთა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლების, ასევე, საზოგადო მოღვაწეების მკვლელობების სერია.

მრავალეტაპიანი ოპერაციის დროს განეიტრალდა რუსული დაზვერვის მთავარი სამმართველოს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. მისი მონაწილეები რეზნიკოვის, ბუდანოვის და ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი აქტივისტის ფიზიკურ ლიკვიდაციას ამზადებდნენ.

„თითოეული მათგანის მკვლელობისთვის რუსი კურატორები დაჰპირდნენ 100-დან 150 ათას აშშ დოლარამდე ჯილდოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბაიდენი ომის დამნაშავეა, ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს დიდი კრიმინალია“ - Pink Floyd-ის წევრი

👉 „2008 წელს ქმედებებით მოქალაქეების დასაცავად საქართველოს მშვიდობა ვაიძულეთ“ - დიმიტრი მედვედევი

👉 „ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ“ - დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე