მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინმა რუსული შემაკავებელი ძალების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი Pia.ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა. ამის შესახებ პუტინმა რუსეთს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის განსაკუთრებულ რეჟიმში”, - განმარტა პუტინმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს ოფიციალური პირების სავარაუდო აგრესიული განცხადებებით გაამართლა.

„დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკურ სფეროში, ვგულისხმობ არალეგიტიმურ სანქციებს, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნებიც აკეთებენ აგრესიულ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 რუსეთმა წამმზომი ჩართო - უკრაინას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა, ადგილობრივი დროით, 15:00 საათამდე აქვს

📣 15 ტანკი, 25 ჯავშანტრანსპორტიორი და ადამიანებით სავსე 15 ურალი - ოკუპანტები კიევისკენ დაიძრნენ

📣 კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება - ალექსანდრე ლუკაშენკო

📣 უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სატანკო ბატალიონის მეთაური დაატყვევეს - უახლესი ინფორმაცია

📣 „უფალმა დაიცვას რუსული მიწა, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“ - რუსეთის პატრიარქი

📣 ყვავს უნდა ვუწოდოთ ყვავი, რუსეთის ქმედებებს გენოციდის ნიშნები აქვს - ზელენსკი

📣 „თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ“ - ზელენსკი ბელარუსს მიმართავს