მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 გარდაცვლილი და 3 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი - სროლა ლას-ვეგასის კაზინოსთან

სროლა ლას-ვეგასში

ლას-ვეგასის კაზინოსთან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

ლას-ვეგასის პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად ადგილობრივები და ტურისტებიც არიან დაშავებული. 

შერიფ ჯოზეფ ლომბარდოს თქმით, ერთი მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ.

მისივე თქმით, ეჭვმიტანილი დაცვის თანამშრომელმა და პოლიციელმა მალევე დააკავა. ეჭვმიტანილი 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც ახლახან ჩავიდა ლას-ვეგასში. მისი თქმით, პოლიცია მის იდენტიფიცირებაზე მუშაობს. 

პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამზარეულოს დიდი დანა. მოტივი უცნობია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ გიტანას ნაუსედა: უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება დღეს და არა ხვალ

✔️ „თამაშის წესები ისეთი არ არის, როგორიც დემოკრატიულ სამყაროში, საქმე ბიზნესთან არ გვაქვს“ - ლაშა ტუღუში ტელევიზიების ზარალზე

✔️ პუტინის გზა: სტაბილურობის დაპირებიდან ბირთვულ საფრთხეებამდე

✔️ ამერიკულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი ლიდერი მოკლეს