მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის გზა: სტაბილურობის დაპირებიდან ბირთვულ საფრთხეებამდე

რუსეთის პრეზიდენტი

„დღეს რუსეთის პრეზიდენტი 70 წლის გახდა და მის მიერვე შექმნილი ქარიშხლის წინაშე აღმოჩნდა. მისი არმია უკრაინაში დამამცირებელ დამარცხებებს განიცდის“, - ამის შესახებ AP NEWS კრემლის ლიდერის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერს. 

👉 „თქვენ რუსეთი საერთაშორისო ტერორიზმისგან იხსენით“ - კადიროვმა პუტინს დაბადების დღე მიულოცა

ასიათასობით რუსი მის სამობილიზაციო ბრძანებას გაექცა, მისი უფროსი ლეიტენანტები კი საჯაროდ შეურაცხყოფენ სამხედროებს.

პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „რუსული მიღწევების დასაცავად“ შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რაც მისი 22 წლიანი მმართველობის პერიოდში, მის მიერვე ნათქვამი „სტაბილურობის გზიდან“ აშკარა გადახვევაა. 

„მისთვის ეს მართლაც მძიმე მომენტია, მაგრამ სხვას ვერავინ დაადანაშაულებს. მან ეს თავად გააკეთა“, - თქვა კარნეგის ფონდის უფროსმა ანდრეი კოლესნიკოვმა და დასძინა, რომ ის პირდაპირ მიდის დიდიდან კიდევ უფრო დიდ პრობლემებამდე. 

ჟურნალისტმა მიხაილ ზიგარმა, რომელსაც ფართო კონტაქტები ჰყავდა კრემლის ელიტასთან, პუტინისა და პუტინის ელიტის შესახებ წიგნი გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უკრაინაში შეჭრა სრულიად მოულოდნელი იყო არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ პუტინის უახლოესი თანამოაზრეებისთვის.

„ყველა მათგანი შოკში იყო. არცერთ მათგანს არ სურდა მოვლენების ასე განვითარება მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავენ. ახლა ყველას ესმის, რომ გასაქცევი არსად აქვთ“, - თქვა ზიგარმა.

პოლიტიკურმა ექსპერტმა სტანისლავ ბელკოვსკიმ, რომელსაც ასე აქვს ფართო კონტაქტები მმართველ კლასს შორის, უკრაინაში შეჭრას აღწერს, როგორც „პუტინის რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის თვითგანადგურების მექანიზმს“.

ამასთან, ანდრეი კოლესნიკოვის თქმით, მობილიზაციამ გაანადგურა პუტინის ძირითადი მხარდამჭერი ბაზა და პოლიტიკური რყევებისთვის პოტენციური საფუძველი შექმნა.  

 „ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ შეუძლებელია ვინმეს აუხსნა, რომ მან სისტემა დაასტაბილურა. მან ჩაშალა სტაბილურობის საფუძველი“, - თქვა მან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ამერიკულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი ლიდერი მოკლეს

✔️ მორავეცკი: რუსეთის სრული იზოლაციის საკითხი პრაღის სამიტმა დაადასტურა

✔️ ირანული უპილოტო საფრენი აპარატები ომის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს, რუსები მათ ტერორისთვის იყენებენ - ISW

✔️ რუსული არმია გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე იარაღის მთავარი მიმწოდებელი - WSJ