მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიტანას ნაუსედა: უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება დღეს და არა ხვალ

ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის და რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის შესახებ ბოლო გადაწყვეტილებების ფონზე, უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ მან პრაღაში სამიტზე განაცხადა. 

„უკრაინას უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი, განსაკუთრებით ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ, როგორიც არის ე.წ. რეფერენდუმის მოწყობა და მობილიზაცია. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ მზად ვართ ახლავე უზრუნველვყოთ ეს მხარდაჭერა“, - თქვა ნაუსედამ.

გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც  ბირთვული დარტყმის მზარდ საფრთხეს ეხება. 

„ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ფრთხილად ყოფნა. დასავლეთმა შეცდომა არ უნდა დაუშვას“, - აცხადებს ნაუსედა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „თამაშის წესები ისეთი არ არის, როგორიც დემოკრატიულ სამყაროში, საქმე ბიზნესთან არ გვაქვს“ - ლაშა ტუღუში ტელევიზიების ზარალზე

✔️ პუტინის გზა: სტაბილურობის დაპირებიდან ბირთვულ საფრთხეებამდე

✔️ ამერიკულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი ლიდერი მოკლეს

✔️ მორავეცკი: რუსეთის სრული იზოლაციის საკითხი პრაღის სამიტმა დაადასტურა