მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიგატორის თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა - შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში

ალიგატორის თავდასხმა

სამხრეთ კაროლინაში ალიგატორის თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს - წერს „ეიბისი ნიუსი“. 

ამერიკული მედიის ცნობით, დიდი ალიგატორი შენიშნეს ტბის პირას. შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ მსხვერპლის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

ამ ეტაპზე უცნობია ქალი რა ვითარებაში გახდა ალიგატორის მსხვერპლი. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ალიგატორები განსაკუთრებული აქტიურობით ზაფხულსა და გაზაფხულზე გამოირჩევიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად ალიგატორის ორგანიზმში მეტაბოლიზმი იზრდება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ „რუსეთს არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია“ - ნონა მამულაშვილი

✔️ „ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია