მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგლოსაქსებს სურთ, რუსეთი და ევროპა სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანონ - ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი

ნატოს ქვეყნების აქტიურობა შავი ზღვის რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყირიმის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

„საფრთხის სერიოზული წყაროა ნატოს ქვეყნების აქტიურობა შავი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნა პატრუშევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ანგლოსაქსებს, საკუთარი სარგებლის მიღებისთვის სურთ, რუსეთი და ევროპა სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანონ.

ნიკოლაი პატრუშევის თქმით, აშშ-ს, ბრიტანეთსა და მათ თანამგზავრებს სურთ არა მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება, არამედ სამხედრო ოპერაციების გადატანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

„მიზანია რუსეთის დათრგუნვა, წარმოსახვითი უპირატესობის შენარჩუნება, ერთპოლარული სამყაროს შენარჩუნება, საკუთარი თავისთვის სხვების ხარჯზე ცხოვრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ისინი წარმატებას ელიან კონფლიქტების გაღვივებით, როგორც ეს გააკეთეს ორი მსოფლიო ომის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოაგვარონ მათი ეკონომიკის დაგროვილი პრობლემები, მათ შორის უზარმაზარი სახელმწიფო ვალის პრობლემები, რომელმაც აშშ-ში 30 ტრილიონ დოლარზე მეტს მიაღწია“, - დასძინა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს უკრაინიდან ჯარების გაყვანა სურს, კრემლში შეუქცევადი პროცესები დაიწყო - ჟდანოვი

✔️ რუსეთის არმიის მეთაურები, სავარაუდოდ, ნიკოლაევის ოლქიდან გაიქცნენ - ვიტალი კიმი

✔️ „ძალაუფლება, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს გადაეცემა“ - ანდრეი პიონტკოვსკი პუტინის სავარაუდო გადადგომაზე

✔️ უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ხერსონის ოლქში - ISW

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება