ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ომიკრონის ქვევარიანტი დომინირებს, რომელმაც შესაძლოა იმუნიტეტს დიდი საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ Nbcnews წერს.
მედიასაშუალება იტყობინება, რომ კორონავირუსის ქვევარიანტმა, რომელიც ცნობილია როგორც BA.5, ქვეყნის მოსახლეობის 54% მოიცვა.
„შემთხვევების უმეტესი რიცხვი ომიკრონის ქვევარიანტს უკავშირდება. BA.5 ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ომიკრონის ადრინდელი ვარიანტები“, - აცხადებს დუკის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მონტეფიორი.
პროფესორის თქმით, BA.4 და BA.5 არსებული კოვიდვაქცინების მიმართ დაახლოებით სამჯერ ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე ომიკრონის ვარიანტის ორიგინალური ვერსია, BA.1.
სხვა კვლევების თანახმად, BA.4 და BA.5 ოთხჯერ უფრო მდგრადია ვაქცინების ანტისხეულების მიმართ, ვიდრე BA.2.
„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ყველა ეს ვარიანტი თითქმის თანაბრად გადამდებია, ასე რომ, დიდი განსხვავება არ არის,“ - აცხადებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ფრანსუა ბალუქსი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე
👉 „გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა
👉 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები?
👉„BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა