მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტობუსი, რომელიც ქორწილისკენ მიემართებოდა, ხევში გადავარდა და 25 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში

ინდოეთში ავტობუსი ხევში ჩავარდა

ჩრდილოეთ ინდოეთში ავტობუსი ხეობაში ჩავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

პოლიციამ ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო Press Trust-ს განუცხადა, რომ ავტობუსში 45-იდან 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი ქორწილისკენ მიემართებოდა. 

„შტატის პოლიცია და კატასტროფებზე რეაგირების ძალები ადგილობრივებთან ერთად მუშაობდნენ 21 ადამიანის გადასარჩენად“, - დაწერა ტვიტერზე პოლიციის უფროსმა აშოკ კუმარმა.

პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ ყველა შესაძლო დახმარება გაეწევა დაზარალებულებს. 

მისივე თქმით, სამაშველო ოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

ინდოეთში გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთის ბირთვული პოტენციალი შეიძლება ისეთივე მითი იყოს, როგორც მათი არმია - სამხედრო ექსპერტი

✔️ ომი მომავალი წლის შემოდგომამდე გაგრძელდება - ვიქტორ კევლიუკი

✔️ პუტინი, კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში გახდეს - CIA-ს დირექტორი