მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზრი არ აქვს მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთთან მოლაპარაკებას აზრს ვერ ხედავს, ვინაიდან კრემლი უარს ამბობს მოლაპარაკებაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„შექმნილ ვითარებაში აზრი არ აქვს მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად“, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბერბოკის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები და უკვე ნახევარი წელია ანადგურებს უდანაშაულო ქვეყანას.

„რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა უკრაინის იარაღით მომარაგებისა“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უკრაინას მძიმე დღეები უდგას, თუმცა აშკარად ჩანს, რომ გამარჯვების გზაზე დგანან“ - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 რუსეთი აცხადებს, რომ კალინინგრადში აზოვის პოლკის „მიმდევარი“ დააკავეს, რომელიც „ტერაქტს გეგმავდა“

🔴 ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების საბრძოლო მასალების საცავები და ბაზები იწვის

🔴 „ეს არის ომი გადარჩენისთვის“ - ოლექსეი რეზნიკოვი

🔴 „გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს“ - ოლაფ შოლცი