მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი აცხადებს, რომ კალინინგრადში აზოვის პოლკის „მიმდევარი“ დააკავეს, რომელიც „ტერაქტს გეგმავდა“

„ეფესბე“

რუსული „ეფესბე“ აცხადებს, რომ კალინინგრადის ოლქში აზოვის პოლკის „მიმდევარი“ დააკავეს, რომელიც ბალტიის ფლოტის ობიექტებსა და აეროპორტში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. 

დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რუსული მხარე აცხადებს, რომ მან დანაშაული აღიარა. 

„კალინინგრადში დააკავეს აზოვის ტერორისტული ორგანიზაციის მიმდევარი, რომელიც გეგმავდა დივერსიული და ტერორისტული მოქმედებების ჩადენას რუსეთის საზღვაო ძალების ბალტიის ფლოტის ობიექტებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე, ასევე ხრაბროვოს აეროპორტზე. იგი აზოვის კოორდინატორების მითითებით, აპირებდა დივერსიას და შემდეგ გაქცევას. მის სახლში აღმოაჩინეს ხელნაკეთი ბომბი, პროპაგანდისტული ლიტერატურა და აკრძალული ორგანიზაციის სიმბოლოები“, - აღნიშნულია „ეფესბეს“ განცხადებაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 პენტაგონი: უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილება, მაგრამ ამას წლები დასჭირდება

🔴 ახალგაზრდა კაცმა აშშ-ში 1700-ზე მეტი რეპტილია კონტრაბანდულად შეიტანა, მათ შორის 60 გველი

🔴 „ევროპის ქვეყნები რუსების წინაშე რკინის ფარდის ჩამოშლით თავს ისჯიან“ - დუმის სპიკერი