მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ - შოლცი უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდებაზე

ოლაფ შოლცი

გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვა გზა არ დაუტოვა.

„დიახ, გერმანია აწვდის უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს, როგორც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, იგი ევროპაში არსებულ მშვიდობას ემუქრება, სწორედ ამიტომ ვეხმარებით უკრაინას.

პუტინმა რუსეთის იმპერიის რევანშისტული პროექტისთვის ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი დაივიწყა, ამაზე პასუხის გაცემაზე უარის თქმა კი დანაშაულებრივ საქმიანობაში აგრესორის წახალისებას ნიშნავს“, - განაცხადა შოლცმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ალბათ, რამდენიმე ათწლეული დასჭირდება“ - მაკრონი

✔️ „რუსები ვოევოდივკაში რამდენჯერმე შევიდნენ, მაგრამ უკრაინელებმა ისინი უკან განდევნეს“ - სერგეი გაიდაი

✔️ ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეარბილოს - Bloomberg

✔️ „შეიძლება უმართავი გახდეს“ - ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინა-რუსეთის ომზე

✔️ „ყველაზე ცუდ სიზმარშიც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ უკრაინაში ნაციზმი კვლავ ასწევდა თავს“ - ალექსანდრე ლუკაშენკო