მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბენ ჰოჯესი: პუტინის ქმედებები მესამე რაიხის ბოლო დღეებში ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს

ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ნაწილობრივ გამოცხადებას Bild-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. 

გენერალ ჰოჯესის თქმით, პუტინის ბოლო გადაწყვეტილებები წააგავს ადოლფ ჰიტლერის ქცევას, როდესაც ის მესამე რაიხის ბოლო დღეებში მეტი ჯარისკაცის მოზიდვას ცდილობდა. 

„პუტინის ამჟამინდელი საქციელი მახსენებს ჰიტლერს, რომელიც მესამე რაიხის ბოლო დღეებში მეტი ჯარისკაცის მოზიდვას ცდილობდა. ბედის ირონია: პუტინი აკეთებს იმას, რაც ნაცისტებმა გააკეთეს", - თქვა ჰოჯესმა.

მედიასაშუალების კითხვაზე შესაძლებელია თუ არა მობილიზაციამ უკრაინაში ომის მიმდინარეობა შეცვალოს, გენერალი ამბობს, რომ „მძლავრი საარტილერიო მხარდაჭერის გარეშე, ეს ჯარები სხვა არაფერი იქნება, თუ არა საზარბაზნე ხორცი“. 

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, გენერალი ჰოჯესი არ გამორიცხავს რომ პუტინმა ის გამოიყენოს. 

„დიახ, პუტინი ყინულივით ცივია, მაგრამ არა გიჟი: მან კარგად იცის, რომ მაშინ აშშ სრულად უნდა ჩაერთოს ამ ომში“, - განაცხადა გენერალმა და დასძინა, რომ ბევრ რუს გენერალს ცხოვრება პუტინის გარეშე სურს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „არა მობილიზაციას“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაანონსდა

✔️ „წადით საქართველოსკენ ყირიმის გავლით, ცოტა დრო რჩება“ – მელიტოპოლის მერი ქალაქში მცხოვრებ 18-35 წლის კაცებს მიმართავს

✔️ „ასეთი „ოცნება“ არასდროს მქონია, მოვკვდე უცხო მიწაზე“ - რას ამბობენ რიგითი რუსები პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე?

✔️ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე

✔️ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა