მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბირთვული „ტრიადის“ საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტია - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია“, - აღნიშნა პუტინმა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სტრატეგიულ ძალებში თანამედროვე იარაღის დონემ 91%-ს გადააჭარბა. პუტინმა დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ემუქრება, ან ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი - ვასილ მალიუკი

👉 უკრაინის სამხრეთ ფრონტზე ვითარება სტაბილურია, ოკუპანტის უკან დახევის ნიშნები არ შეინიშნება - უკრაინელი პოლკოვნიკი

👉 რუსეთში საყოველთაო მობილიზაციისა და საზღვრების ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ - დანილოვი

👉 უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა - ემანუელ მაკრონი

👉„პუტინს არ სურს დამნაშავე იყოს“ - უოლესმა რუსეთის ფედერაციის სარდლობაში სავარაუდო ცვლილებების შესახებ განაცხადა