მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩამოიხსნეს ნიღბები, დაგვანახვეს ნამდვილი სახე - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე

ვლადიმერ პუტინი

„რუსეთი არასდროს არ იცხოვრებს სხვისი ბრძანებულების მიხედვით“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

მისივე განცხადებით, რუსეთი არასდროს არ იცხოვრებს სხვისი ბრძანებულების მიხედვით.

„ჩვენმა ძმებმა და დებმა უკრაინაში საკუთარი თვალით ნახეს, ე.წ დასავლეთი რას უმზადებს კაცობრიობას. მათ ჩამოიხსნეს ნიღბები, დაგვანახვეს თავისი ნამდვილი სახე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა გადაწყვიტა, მათ დიქტატს სამუდამოდ შევგუებოდით.

90-იან წლებში, დასავლეთს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი ვერ გაუძლებდა რყევებს და წნეხს, მათ ეგონათ, რუსეთი დაიშლებოდა. იყო ცივი და მშიერი წლები, მაგრამ რუსეთი გაძლიერდა და კვლავ დაიკავა თავისი ადგილი მსოფლიოში.

დასავლეთი კვლავ ეძებს ახალ მეთოდებს, როგორ დაშალოს რუსეთი, გაანადგუროს ის და ერთმანეთს გადაკიდოს მოსახლეობა. რუსეთი არასდროს არ იცხოვრებს სხვისი ბრძანებულების მიხედვით“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შეწყვიტეთ ცეცხლი დაუყოვნებლივ, დავიწყოთ მოლაპარაკება - ამისთვის მზად ვართ“ - ვლადიმერ პუტინი კიევს

👉 პუტინმა უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის აქტს ხელი მოაწერა

👉 კაია კალასმა ვლადიმერ პუტინი ქურდობაში დაადანაშაულა

👉 „გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლები სამუდამოდ რუსეთის მოქალაქეები გახდებიან“ - ვლადიმერ პუტინი