მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაია კალასმა ვლადიმერ პუტინი ქურდობაში დაადანაშაულა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქურდობაში დაადანაშაულა და ევროკავშირს მოუწოდა, გააძლიეროს სანქციები გაზის ფასის შეზღუდვის ჩათვლით.

მისი თქმით, რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს.

„შევხედოთ რუსეთის უკანონო ანექსიის მასშტაბებს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისი ზომაა 108 800 კმ, რაც დაახლოებით გერმანიის 30% ან კორეის რესპუბლიკის ზომაა, თუ მას ყირიმს დავუმატებთ, შეგვიძლია გერმანიის დაახლოებით 40%-ს შევადაროთ.

მოდით, მოვლენებს სწორი სახელები ვუწოდოთ. რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს. ეს მიწის მიტაცებაა. ეს არის ქურდობა. პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით უკრაინაში ომს ლეგიტიმურს გახდის. საერთაშორისო საზოგადოება ამას არასოდეს აღიარებს“, - აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბირთვული ომი კატასტროფული იქნება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი 

👉 დადგენილია რუსი გენერლის ვინაობა, რომელიც აზოვსტალის შტურმს და მარიუპოლის აღებას ხელმძღვანელობდა

👉 კრემლში მიაჩნიათ, რომ მობილიზაციის შემდეგ შეძლებენ ხარკოვისა და ოდესის აღებას - Bloomberg

👉 ლიმანთან ახლოს რუსები ალყაში არიან, სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ISW

👉 „რუსეთს 10 წელი დასჭირდა პროფესიონალი არმიის შექმნისთვის 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა 8 თვე არმიას მარცხისთვის“ - კარლ ბილდტი