მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩინეთს რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი ბერკეტები აქვს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთს უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია. 

მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ მას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან არ უსაუბრია, თუმცა ასეთი ინიციატივა უკრაინის მხრიდან იყო.

„ჩინეთი არის ძალიან ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ძლიერი ეკონომიკა აქვს, ასე რომ, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს რუსეთზე პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ჩინეთი ასევე არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი.

ერთი წლის წინ ერთი საუბარი მქონდა სი ძინპინთან. 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან ჩვენ ოფიციალურად ვითხოვეთ საუბარი, მაგრამ ჩინეთთან საუბარი არ გვქონია, თუმცა ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის ბაზრის გარეშე რუსეთი იგრძნობს სრულ ეკონომიკურ იზოლაციას. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩინეთს შეუძლია - შეზღუდოს ვაჭრობა რუსეთთან ომის დასრულებამდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

⭕ „ყარაბაღში 19 დაშავებული სამხედროდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა“ - სომხური მხარე

⭕ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

⭕ „აზოველები“ მოკვლამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა - უკრაინის დაზვერვა

⭕ დასავლეთთან თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

🎥 ოპერაცია „შურისძიება“ - რა ხდება მთიან ყარაბაღში?