მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ სჯერა ორი სექსის - ქალების და მამაკაცების არსებობის. 

„მათ სჯერათ მემარცხენე გენდერული იდეოლოგიის და ტოქსიკური კრიტიკული რასის. ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ ქალები და მამაკაცები. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი წარმოშობის ყველა ამერიკელი არის შექმნილი თავისუფალი და თანასწორი, ყოვლისშემძლე ღმერთის ხელით“, - განაცხადა ტრამპმა. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოქალაქეს მიმდინარე წლის 11 აპრილიდან, პასპორტზე განაცხადის შეტანისას, შეუძლია აირჩიოს სამი სქესიდან ერთი, მათ შორის X. 

ტრამპმა აღნიშნული საკითხის გამო სახელმწიფოს მეთაური ჯო ბაიდენი არაერთხელ გააკრიტიკა. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, მასზე ამიერიდან გავლენას ვერაფერი მოახდენს“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ეპისკოპისი ქადაგების დროს პირდაპირი ტრანსლირებისას გაძარცვეს - შემთხვევა ბრუკლინში

👉 დაღუპულია სულ მცირე 17 მიგრანტი, მათ შორის ჩვილი - ბაჰამის კუნძულებთან გემი ჩაიძირა

👉 შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში