მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ უნდა ავკრძალოთ მათი დაბრუნება, ვინც რუსეთიდან გაიქცა“ - რუსეთის დუმის დეპუტატი

სულთან ხამზაევი

რუსეთის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სულთან ხამზაევმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ აიკრძალოს ყველა იმ რუსი ბიზნესმენისა და მსახიობის დაბრუნება, ვინც რუსეთი უკრაინის ომის გამო დატოვა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.

„ჩვენ უნდა ავკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა მათთვის, ვინც გაიქცა. ასეთ დროს ყველა უნდა გავერთიანდეთ  რუსეთის განვითარებისა და გაძლიერებისთვის“, - განაცხადა სულთან რამზაევმა.

„ქვეყანაში გაჩნდა განგაშისტების ჯგუფი, რომელიც თავისი „ვირუსივით“ აზრით,  ზოგადი ატმოსფეროს დესტაბილიზაციას ცდილობს“, - ამბობს რამზაევი. 

მისი თქმით, ხელოვანებმა, ბლოგერებმა და ოლიგარქებმა, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა, „სხვა ქვეყნებში ბედნიერების კუნძულები ამჯობინეს სამშობლოს“.

„აქ შოულობენ ფულს და პირველივე გაჭირვებაზე გარბიან. არ არსებობს უკეთესი დრო, ვიდრე ხორბლის გამოყოფა ხორბლისგან“, - დასძინა მან.

სულთან რამზაევი არის რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ერთიანი რუსეთის პარტიიდან (2021 წლიდან) და  დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „დაე, მტერი დაელოდოს სიურპრიზს“ - რეზნიკოვი

🔴 სამი დღე წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე - ოკუპანტებმა ირპენში მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აუკრძალეს

🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

🔴 უკრაინა გაიმარჯვებს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴 რუსეთმა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95% უკვე გამოიყენა - პენტაგონი

🔴 ზელენსკის მკვლელობის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას უწყვეტობის გეგმა აქვს - ბლინკენი

🔴 რუსეთის სითამამე აჩვენებს, რომ სანქციები საკმარისი არ არის - ზელენსკი