მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე ნებისმიერი პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

ბაქო შუშას სომხური ეკლესიის დაბომბვას უარყოფს

სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ტერიტორიების დელიმიტაცია, იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება სავალდებულოა.

„ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე მტკიცედ იქნება აღკვეთილი და საპასუხო ღონისძიებები უფრო გამანადგურებელი იქნება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცეცხლი გახსნა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ყარაბაღში 19 დაშავებული სამხედროდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა“ - სომხური მხარე 

✔️ სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს და აგრესიულ ქმედებებში სდებს ბრალს

✔️ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო