მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დავალებით დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან

რუსეთის პრეზიდენტი

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, სასწრაფოდ გადაუხადოს 10 000 მანეთი დონბასიდან როსტოვის რეგიონში ჩასულ ყველა ლტოლვილს“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ მთავრობა, პუტინის სახელით, დონეცკიდან წასულ ლტოლვილებს ერთჯერადად გადაუხდის 10 ათასი რუბლის ოდენობით თანხას, გადახდა კი სარეზერვო ფონდიდან განხორციელდება.

პესკოვმა, ასევე ,თქვა, რომ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა სთხოვა პუტინს, დონბასიდან ლტოლვილების გაუთვალისწინებელი შემოდინების გამო სასწრაფო ფედერალური დახმარება გაეწია რეგიონისთვის. 

ცნობისთვის, დღეს დონეცკის ოლქში ევაკუაცია გამოცხადდა. 

ამავე თემაზე: 

📎 დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

📎  დონეცკში მთავრობის შენობასთან მანქანა აფეთქდა

📎 „რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიძლება, სამოქალაქო კოლონები ჩაცხრილონ, რომლებიც დონბასს ტოვებენ“ - უკრაინის რადას დეპუტატი

📎