მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დნესტრისპირეთში რუსული ძალები თავიანთი ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებიან - უკრაინის შეაიაღებული ძალების გენშტაბი

დნესტრისპირეთი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონთან, დნესტრისპირეთთან დაკავშირებით იუწყება, რომ ადგილზე განლაგებული რუსი სამხედროები თავიანთი ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებიან

„რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფის ქვედანაყოფები აგრძელებენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლას. მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის შეიარაღებული ფორმირებები გაძლიერებულ რეჟიმში მსახურობენ. მიმდინარეობს მზადება რუსი ოფიცრების ოჯახების ევაკუაციისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსების მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რადიოსა და ტელევიზიის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. 

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აფეთქებები რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი პროვოკაციაა.

მოგვიანებით, The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი მოლდოვაზე თავდასხმას ამზადებს

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უნგრეთმა დანილოვის სიტყვებს, თითქოს პუტინმა გააფრთხილა უნგრეთი ომის შესახებ, ყალბი ინფორმაცია უწოდა

✔️ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ - The Guardian

✔️ „ირპენი ყოველდღე უფრო ცოცხლდება და ყვავის, მალე ყველა შეძლებს სახლში დაბრუნებას“ - ირპენის მერი

✔️ ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

✔️ „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე