მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში რუსეთის საოკუპაციო ჯარები არტილერიას კორპუსებს შორის ათავსებენ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

„რუსეთის საოკუპაციო ჯარები თავიანთ საარტილერიო და ჯავშანტექნიკას დონბასში საცხოვრებელ კორპუსებს შორის ათავსებენ და იქიდან უკრაინულ დასახლებებს გაუხსნიან ცეცხლს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარები საცხოვრებელ კორპუსებს შორის ათავსებს საარტილერიო ჯავშანტექნიკას და იქიდან დაბომბავს ჩვენს მშვიდობიან დასახლებებს. ამით ისინი ცდილობენ, დაგვაშვებინონ შეცდომები. მტერმა მშვენივრად იცის, რომ ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს პასუხის გასაცემად“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაყობს იმით, რომ სამხედროები ამ დარტყმას არ პასუხობენ.

„ისინი ძალიან ფრთხილად მოქმედებენ და იციან როგორ უპასუხონ მტერს. ამიტომ რუსული პროპაგანდის მიერ წარმოებული ფეიქების მთელ ნაკადს არანაირი ეფექტი არ აქვს. მათი არავის სჯერა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მტერი ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინას შიგნიდან, დააშინოს და აიძულოს დანებდეს.

„ბელარუსში წვრთნების გაგრძელებაც პროგნოზირებადი იყო და ჩვენ წინასწარ მივიღეთ შესაბამისი ზომები. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიცავთ ევროპას“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ამავე თემაზე: 

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 რუსეთი ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს 1945 წლის შემდეგ - ბორის ჯონსონი

🔴 „რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

🔴 „უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი