მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Pia.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „კუბოებში ჩაწოლას“ და რუსი სამხედროების ლოდინს უკრაინელები არ აპირებენ, რადგან ისინი არ ნებდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მადლიერია დაზვერვისთვის, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები უზიარებენ უკრაინას, მაგრამ უფრო მეტად უკრაინის დაზვერვას ენდობა.

„უკრაინელები არ ჩაწვებიან კუბოებში და არ დაელოდებიან {რუს} სამხედროებს. ჩვენ არავის დავესხმებით თავს, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები. ჩვენ ვერ ვიტყვით ყოველდღიურად, რომ ხვალ ომი იქნება... მაშინ რომელ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ?! როგორ შეიძლება იცხოვრო სახელმწიფოში, სადაც ყოველდღიურად გეუბნებიან, რომ ხვალ შემოგიტევენ... ამ დროს იწყება ეროვნული ვალუტის კოლაფსი, გაედინება ფული და ბიზნესი გადის ქვეყნიდან. როგორ მიგაჩნიათ, შესაძლებელია ამგვარ სახელმწიფოში ცხოვრება? შესაძლოა, ამგვარ სახელმწიფოში სტაბილურობა? არა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, უკრაინაში არეულობის მსურველი ბევრია და მათ შორის, შიდა სახელმწიფოშიც:

„მათ სურთ, უკრაინა იყოს სუსტი, სუსტი ეკონომიკით, სუსტი ჯარით - ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენზე თავდასხმა და ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც საკუთარი ხალხის, ვერც ეკონომიკის დაცვას... ამიტომ ძალიან მშვიდად ვრეაგირებთ ამა თუ იმ ინფორმაციაზე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების გარკვეული რეაქციის შემდეგ ხალხი შესაძლოა, პანიკაში ჩავარდეს, ამიტომ ყველა მიღებულ შეტყობინებას ხელისუფლება აფასებს:

„ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული ომი. ამიტომაც უკრაინელები არ ნებდებიან, ამ სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობით. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ მშვიდად და დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო... ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცხოვროთ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამავე თემაზე:

🔴 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

🔴 „უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „უკრაინა ევროპის ფარია რუსეთის წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 ნატო კიევში ოფისს ხურავს და თანამშრომლები ლვოვში გადაჰყავს