მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ 2022 წლის ზაფხულში ნატო-ს მადრიდის სამიტზე ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მიიღოს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპისგან იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხს.

ზელენსკის თქმით, იგივე ეხება ნატო-ს.

„ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, ან ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, გვითხარით გულწრფელად. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლების ღია კითხვები. ამისთვის საუკეთესო დროა უახლოეს მომავალში, შემდეგი სამიტი მადრიდში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ დონბასში იყო, სადაც არის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზი.

მისი თქმით, ეს ხაზი ომსა და მშვიდობას ყოფს. 

„ხაზი ყოფს, ერთი მხრივ, საბავშვო ბაღსა და მეორე მხრივ, მფრინავ ჭურვს. ერთი მხრივ სკოლას და მეორე მხრივ ჭურვს, რომელიც ჩამოვარდა ეზოში, სადაც 30-მდე ბავშვი იმყოფებოდა. ისინი არიან ბავშვები, რომლებიც არ მიემართებოდნენ ნატო-სკენ, ისინი საკლასო ოთახისკენ მიდიოდნენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას თქვენი მხარდაჭერით თუ მის გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანას დიდი ხნით არ ტოვებს.

მისი თქმით, დღეს უკრაინაში ისაუზმა და ვახშამსაც იქ მიირთმევს. 

გარდა ამისა, მისთვის გაუგებარია, რა სურს პუტინს, ამიტომ ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 ამერიკელებმა უკრაინა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ - ჯეიკ სალივანი

🔴 „პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

🔴 „რამდენიმე დღეში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი შეიძლება დაიწყოს“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 „48 საათში ნამდვილად არ დაიწყება ომი“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს იაპონიამ და ნიდერლანდებმა მოუწოდეს

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი