მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს 1945 წლის შემდეგ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

„მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“.

მისი თქმით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას და უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოაქცევს. 

ჯონსონმა, ასევე, აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს „ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას“ შეუჩერებენ.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრას გარდაუვალად, ჯონსონმა თქვა: „ვშიშობ, რომ ეს არის ის, რაზედაც ფაქტები მიგვანიშნებს. გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“.

ამავე თემაზე: 

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

🔴 „უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „უკრაინა ევროპის ფარია რუსეთის წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 ნატო კიევში ოფისს ხურავს და თანამშრომლები ლვოვში გადაჰყავს