მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა“ - დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაილანდში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

„ამჟამად დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა პელოსი ტაივანში, თუმცა ამ ვიზიტთა სერიასთან და ტაივანში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული პირების ცნობით, ნენსი პელოსი შესაძლოა ტაივანს ეწვიოს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საკუთარ მოგზაურობის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა.

ცნობისთვის აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

✔️ „ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს“ - ზახაროვა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტზე

✔️ „აშშ ჩინეთთან დაძაბულობით დაინტერესებული არ არის“ - თეთრი სახლი ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გამო ჩინეთის რიტორიკას აკრიტიკებს

✔️ „აშშ მიზანმიმართულად ცდილობს, ტაივანის სრუტეში პროვოკაცია მოაწყოს“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

✔️ უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW