მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

FBI-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო ბრალი წაუყენეს

ეფბიაის ყოფილი აგენტი

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილ მაღალჩინოსანს აშშ-ს სანქციების დარღვევაში სანქცირებული რუსი მილიარდერის დახმარების გამო ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ aljazeera აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება.

საბრალდებო დასკვნაში, პროკურორები ამტკიცებენ, რომ FBI-ის ყოფილი აგენტი ჩარლზ მაკგონიგალი რუს სანქცირებულ ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას ეხმარებოდა. 

2018 წელს პენსიაზე გასვლამდე მაკგონიგალი სპეციალური აგენტი იყო და პასუხისმგებელი იყო FBI-ს კონტრდაზვერვის სამმართველოზე ნიუ-იორკში. 

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნების განცხადებით, ის ხელმძღვანელობდა რუსი ოლიგარქების საქმის გამოძიებას. 

„რუსი ოლიგარქები, როგორიცაა ოლეგ დერიპასკა, ახორციელებენ გლობალურ მავნე გავლენას კრემლის სახელით და დაკავშირებული არიან მექრთამეობასთან, გამოძალვასთან და ძალადობასთან“, - აღნიშნა FBI-ის დირექტორის თანაშემწემ მაიკლ დრისკოლმა.

დრისკოლის თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისკენ მიმართული საფრთხის მხარდაჭერა დანაშაულია. 

აღსანიშნავია, რომ რუსი ოლიგარქი 2018 წელს დასანქცირდა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„ნაცმოძრაობის“ არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა და პოლიტიკური შინაარსის არქონა რეჟიმს აწყობს - ბოკერია

➖  24 თებერვალს ვაპირებ აქციაზე ვიყო... ამ სამ პარტიასთან ერთად, ჩვენ არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ ვართ - ბოკერია

➖  ფინეთი შვედეთისგან დამოუკიდებლად ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

➖  გერასიმოვის განცხადებით, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

➖  სოფო ლილუაშვილი - ელჩად დავდივარ, რომ დავამტკიცო სიმართლე, რომლისთვისაც ყველა გაერთიანებულები ვართ

➖  გია ჯაფარიძე: სკოლებში მშობელთა კრებები ვერ ტარდება, რადგან მშობლები უცხოეთში არიან, ეს უნდა დავასრულოთ საქართველოში