მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერჰარდ შრედერმა Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

შრედერმა დატოვა როსნეფტი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

შრედერმა თქვა, რომ „შეუძლებელია მისი უფლებამოსილების გაგრძელება კომპანიის დირექტორთა საბჭოში“.

შრედერი 2007 წლიდან ხელმძღვანელობს „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს. ამავე მიზეზით საბჭო დატოვა მათიას ვარნიგმა, Nord Stream AG-ის, Nord Stream-2 მილსადენის მმართველმა დირექტორმა.

შრედერი თებერვალში ასევე წარადგინეს რუსეთის ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში.

აღსანიშნავია, რომ 19 მაისს ევროპარლამენტმა ევროკავშირს შრედერისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კარინ კნაისელის წინააღმდეგ, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანაში ინფლაცია 7%-ს მიაღწევს - abcnews

➖  კრემლი უკრაინელი „ნაცისტებისგან გათავისუფლებული“ ტერიტორიების აღდგენის შტაბს ქმნის - რუსული მხარე

➖  ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

➖ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - Bloomberg