მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია დამატებით 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად

გერმანია

გერმანია დამატებით 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად. ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ტობიას ლიდერმა განაცხადა. წერს უკრაინული მედია

„გერმანიის ფედერალური მთავრობა სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად გამოყოფს 1 მილიონ ევროს. უკრაინელი ექსპერტი გერმანიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საჭირო მასალას მიიღებს“, - აცხადებს ტობიას ლინდერი. 

როგორც ლინდნერმა აღნიშნა, ომის დაწყებიდან მოყოლებული ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და ომის დანაშაულების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებულია. 

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მტკიცებულებების შეგროვება, ანალიზი და ამით სამართლებრივი დამუშავების საფუძველი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ომის დანაშაულების გამოსაძიებლად უკრაინას გაერთიანებული სამეფო 2, 5 მილიონი ფუნტით დაეხმარება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  რუმინეთში ამერიკული სამხედრო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

🔴 ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

🔴  ვინიცაზე სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

🔴  უკრაინა უკვე 9 მლნ-მა ადამიანმა დატოვა