მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განადგურებულია რუსეთის 7 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია“ - ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში

ქართველი ჯარისკაცი უკრაინის ფორნტზე

ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის 7 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი განადგურებულია. ამის შესახებ ვანო ნადირაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

„ბორისპოლი არ დაბომბილა, უბრალოდ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა, უცხო უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ.  რუსი სამხედროები უკრაინას სოფელი ვადინოედან უტევენ, რომელიც მარიოპოლიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ბელარუსის საზღვართან შეტაკება დილის 5 საათზე მოხდა. სხვადასხვა ლოკალური შეტევების მიუხედავად, ჩვენ საკმაოდ ძლიერი ბრიგადები გვიყენია ადგილზე და საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას ვუწევთ მათ. 

მათი ჯავშანტექნიკა, ასევე ავტომანქანები, განადგურებულია. საკმაოდ დიდი ზიანი მივაყენეთ იმ მონაკვეთზე, სადაც მე ვიმყოფები და მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.

რუსეთმა სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა შუაღამისას დაიწყო“, - განაცხადა ვანო ნადირაძემ, ქართველმა სამხედრომ უკრაინაში. 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვა. დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

 ამავე თემაზე:

📎 „უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზადყოფნაში“ - ნატო-ს გენერალური მდივანი

📎 „გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა - ეს ომი უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს“ - ალექსეი ნავალნი სასამართლო სხდომაზე

📎 ოკუპანტების კიდევ 4 ტანკი დაიწვა და მე-6 თვითმფრინავი განადგურდა - უახლესი ინფორმაცია

📎 უკრაინელებმა ორი რუსული ტანკი და სატვირთოები გაანადგურეს

📎 რუსეთის არმია აცხადებს, რომ თავდასხმისას უკრაინელ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ

📎 კიევი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იბომბება - ჟურნალისტი

📎 პუტინმა ომის გზა აირჩია - ბაიდენი

📎 უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

📎 უკრაინამ საომარი მდგომარეობა შემოიღო