მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინტერნეტიდან რუსეთის გამორთვა სანქციებზე უარესი იქნება - ექსპერტი

„სუვერებული“ ინტერნეტი რუსეთში

რუსეთში ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს „გარე“ ინტერნეტის გამორთვა, რის შემდეგ უცხოურ საიტებზე შესვლა შეუძლებელი გახდება. ამასთან დაკავშირებით „მედუზა“ „როსკომსვობოდას“ წარმომადგენელს სარკის დარბინიანს ესაუბრა. 

დარბინიანი არ გამორიცხავს, რომ სოცქსელებში გავრცელებული წერილები, სადაც საუბარია რუსეთში ინტერნეტის შესაძლო გამორთვაზე, სინამდვილეში სახელმწიფო სტრუქტურებისადმი არის გაგზავნილი იმ მიზნით, რომ საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, დომენის რეგისტრატორებმა, ჰოსტინგკომპანიებმა და პროვაიდერებმა, შესაძლოა, ის სერვისები გათიშონ, რომლებიც სახელმწიფოსთან ან სახელმწიფო კომპანიებთან არის დაკავშირებული.

„იქ მითითებული რეკომენდაციები კიბერშეტევის შემთხვევაში სახელმწიფო რესურსების დაცვის შესაძლებლობას ქმნის. ასე, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ Anonymous სახელმწიფო ორგანოების ინფრასტრუქტურაზე, საიტებზე, ბანკებზე შეტევებს ახორციელებს. მაგრამ შეიძლება ეს სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდეს“, - ამბობს დარბინიანი. 

„უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური ინტერნეტიდან უცებ გამორთვა შეუძლებელია. ტექნიკურად მონაცემთა გადაცემის ყველა წერტილის გათიშვა შესაძლებელია (და გლობალური ინტერნეტი რუსეთში აღარ იქნება), მაგრამ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით  ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. მთელი რუსეთის ეკონომიკა გლობალურ ინტერნეტ-ქსელზეა დამოკიდებული. მისი გათიშვა რუსეთის ეკონომიკაზე ბევრად უფრო ძლიერი დარტყმა იქნება, ვიდრე სანქციები, რომლებიც დაწესდა და რომლებიც ეკონომიკაზე უკვე მოქმედებს.

„სუვერენული“ ინტერნეტის ამოქმედების შემთხვევაში რუსეთში ნებისმიერ საიტზე შესვლა მაინც შესაძლებელი იქნება, მაგრამ „როსკომნადზორი“ უკვე ნებისმიერი IP მისამართის დაბლოკვას შეძლებს და ამ შემთხვევაში ვერანაირი  VPN-ით ამ ბლოკის ავლის შესაძლებლობა აღარ იქნება. მთელი ინფრასტრუქტურის გაკონტროლება ძალზე მარტივი გახდება. ფაქტობრივად რუსეთი ციფრულ წყვდიადში აღმოჩნდება“, - ამბობს სარკის დარბინიანი.

ექსპერტი ურჩევს მოსახლეობას, რომ გადმოქაჩონ ინსტრუმენტები, რომლის დახმარებითაც ონლაინ დარჩენა შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარე სამყაროსთან კავშირის ერთი არხიც კი დარჩება. ესენია Psiphon ან ბრაუზერი Tor. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია მთლიანად გაწყდა, ადამიანებს ურთიერთობა მტრედების ფოსტით მოუწევთ.

დარბინიანის აზრით, ასეთი ვარიანტის ბოლომდე გამორიცხვა არ შეიძლება. დღეს „სუვერენული“ ინტერნეტის ამოქმედების ალბათობა 50%-ს შეადგენს და სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, რუსეთში დიდი „შათდაუნი“ შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით გაუგებარია, მოხდება გათიშვა შიგნიდან, თუ რუსეთს გარედან გამორთავენ. ეს ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.

🔴 ომის დასრულების სამი სცენარი - The New York Times

🔴  „დავამაგროთ ჩინეთის დროშები ამერიკულ თვითმფრინავებზე და რუსეთი დავბომბოთ“ - დონალდ ტრამპი

🔴 მინუს ერთი ხომალდი რუსეთს - ოდესის შტაბი

🔴 რუსმა სამხედროებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი დახვრიტეს

🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

🔴 უკრაინა გაიმარჯვებს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴 რუსეთმა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95% უკვე გამოიყენა - პენტაგონი

🔴 ზელენსკის მკვლელობის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას უწყვეტობის გეგმა აქვს - ბლინკენი

🔴 რუსეთის სითამამე აჩვენებს, რომ სანქციები საკმარისი არ არის - ზელენსკი