კომპანია Apple-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლესი მოდელის სმარტფონის, iPhone 14-ის აქტივაციის დროს iOS 16 ოპერაციულ სისტემაში შეცდომა დაფიქსირდა და ეს ახალი მოწყობილობის აქტივაციას ხშირ შემთხვევაში აფერხებს. ინფორმაციას macrumors.com ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ ჩატარებულ პირველად კვლევაშია აღნიშნული, აქტივაციის დროს პრობლემა Wi-Fi-თან დაკავშირების დროს ხდება. შესაბამისად კომპანია ურჩევს მომხმარებლებს, რომ თავდაპირველად მობილური მოწყობილობა პერსონალურ კომპიუტერს დააკავშირონ iTunes-ის მეშვეობით, ხოლო შემდეგ უკვე ინტერნეტთან დაკავშირება Wi-Fi-ის საშუალებით სცადონ და აქტივაცია დაასრულონ.
რაც შეეხება iOS 16.0.1-ის ოპერაციულ სისტემას, იქ ეს პრობლემა არ ფიქსირდება, მაგრამ iOS 16.0.1-ით iPhone 14-ის მხოლოდ ბოლო მოდელებია აღჭურვილი. შესაბამისად, მომხმარებელს ზემოთ მითითებული პროცედურებით iOS 16-ის მეშვეობით აქტივაცია მოუწევთ და შემდეგ უკვე შეუძლიათ სმარტფონი iOS 16.0.1 პროგრამით განაახლონ,.
Wi-Fi-თან მიერთების პრობლემა iPhone 14, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ზე დაფიქსირდა.
სპეციალისტები ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. მანამდე კი ახალი სმარტფონების მფლობელებს მათი აქტივაცია ამ საკმაოდ რთული მეთოდით მოუწევთ.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 დაბადების მოწმობაში ორი დედის ჩაწერა არ შეიძლება - ნებრასკას მოსამართლის უარი ლესბოსელ ქალებს
👉 „ნუ გააკეთებთ ამას“ - ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს
👉 პუტინი ევროპაში მშვიდობის ბოლო ბურჯებს ანადგურებს - გერმანიის პრეზიდენტი
👉 უკრაინის ძალებმა ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაპირიც აიღეს