მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება“ - აშშ-ის დაზვერვის დირექტორი

ავრილ ჰეინსი, აშშ-ის დაზვერვის დერექტორი

აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება. თუმცა, მან დასძინა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის უკრაინული ძალების მხრიდან წინააღმდეგობის გაქრობის შესახებ.

მან კალიფორნიაში თავდაცვის ფორუმზე აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინის - ბახმუტსა და დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.

ჰეინსმა აღნიშნა, რომ ბრძოლა შენელდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რუსეთმა ხერსონის რეგიონის დასავლეთიდან ჯარები გაიყვანა.

მისი თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე კონტრშეტევისთვის მოემზადებიან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 საპროტესტო აქციების ფონზე, ირანი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს

👉 ბახმუტი მიწასთანაა გასწორებული, როდესაც რუსები ქალაქს ტოვებენ, შურისძიების მიზნით ანადგურებენ - სერგეი გაიდაი

👉 „საშინელი სისუსტე აქვს, პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ეს არის რუსეთის რეგიონი“ - დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა

👉 უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა