ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ 12 პუნქტზე ისაუბრა.
„მინდა, ვიკითხო 12 პუნქტზე, მოგვცეს საშინაო დავალება, მაგათი ბავშვი ვინ არის. ჩვენზე ცივილიზებულები არიან? მართალია, ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით, დაჩაგრულები ვიყავით, გვინდა თავისუფლება. ხალხის სახელით გამოდიან და ვიღაცები გველაპარაკებიან, გვეკითხებიან კი, ქართველს ხალხს რა გვინდა? ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, გვინდა, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ. დღეს რომ შემოსული არ ვარ და მასე მჩაგრავ, რომ შემოვიდე, მესამე ხარისხიან როლში უნდა ვიყო?
12 პუნქტიდან ერთადერთია შესასრულებელი. პოლარიზაციას რომ ვეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ, მოვთხოვოთ ყველას შერიგება და ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება, ბოლოს და ბოლოს გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოსწონთ ეს ხალხი. ჩვენ, ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვითარდეთ.
სამწუხაროა, ომია, მაგრამ ომი ასევე იყო ავღანეთში, ომი ასევე იყო ერაყში, სირიაში, აფრიკის ქვეყნებში, ქართველი ყველგან კვდებოდა, ყველა ომში...“, - განაცხადა იაკობმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება“ - აშშ-ის დაზვერვის დირექტორი
👉 საპროტესტო აქციების ფონზე, ირანი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს
👉 „საშინელი სისუსტე აქვს, პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
👉 „ეს არის რუსეთის რეგიონი“ - დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა