მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორიული გადაწყვეტილება - ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემაში სასწრაფო გაწევრიანებას დათანხმდა

ევროკავშირის დროშა

„ევროკომისია და ევროპული ქსელების ასოციაცია შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ქსელში სასწრაფოდ გაწევრიანების პროცესი დაიწყონ და მოსალოდნელია, რომ ამ პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება“, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რათა უკრაინა რუსეთის ენერგოსისტემაზე დამოკიდებული არ გახდეს. 

„მე ველაპარაკე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრს და მან მაცნობა, რომ ამჟამინდელი პირობებში ისინი ხელახლა არ დაუკავშირდებიან რუსეთის ენერგოსისტემას. უკრაინა ითხოვს უკიდურესად სასწრაფო სინქრონიზაციას ევროპულ ენერგოსისტემასთან. ეს არის ტექნიკური გამოწვევა

დღეს დილით შევხვდი ENTSO-E-ს [გადამცემი სისტემის ოპერატორთა თანამშრომლობის ევროპული ასოციაცია] წარმომადგენლებს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. რაც შეეხება დროს, ეს არ არის საათების საკითხი, ეს არის დღეების საკითხი, დიდი ალბათობით, ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

👉 „იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

👉 არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება - უკრაინის შს სამინისტრო

👉 უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მისი ტერიტორიის გავლით - reuters

👉 უკრაინელი მღვდელმსახურები რუსეთის პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ

👉 ბრიტანეთმა რუსული გემების მის პორტებში შესვლა აკრძალა

👉 ფიფამ და უეფამ რუსეთის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს ყველა ტურნირზე თამაშის უფლება შეუჩერეს