საზოგადოება

თუ ეს დაავადება ევროპისთვის ენდემური გახდება, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთ ვირუსთან გვექნება საქმე - წერეთელი „მაიმუნის ყვავილზე“

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი
1653853979
დაკოპირებულია

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში, „მაიმუნის ყვავილის“  გავრცელების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ საპანიკო არაფერია. 

მისი თქმით, თუ ეს ვირუსი  ენდემური გახდა ევროპაში, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთ ვირუსთან გვექნება საქმე. 

„საპანიკოდ ნამდვილად არ არის საქმე. ეს არის დაავადება, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი, იციან როგორ უმკურნალონ - არის ვაქცინა. საქმე ისაა, რომ სამწუხაროდ, ეს ვირუსი დაფიქსირდა ევროპაში, იმ ქვეყნებში სადაც ეს დაავადება არ ფიქსირდებოდა. „მაიმუნის ყვავილის“ დაავადება დამახასიათებელია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკისთვის, ამიტომ ჩააფიქრა მეცნიერები რატომ გამოჩნდა ეს შემთხვევები ევროპის იმ ქვეყნებში სადაც ადრე არ ფიქსირდებოდა. ერთადერთი რაზედაც ფიქრობენ მეცნიერები არის ის, რომ ეს დაავადება ევროპისთვის არ გახდეს ენდემური, რაც ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთ ვირუსთან გვექნება საქმე. 

აუცილებელია ინფიცირებულის იზოლაცია და ჰიგიენის წესების დაცვა. მაიმუნის ვირუსის 2 შტამი არსებობს. არის ცენტრალური აფრიკის და დასავლეთ აფრიკის შტამი.  დასავლეთ აფრიკის შტამი  ნაკლებად სუსტია და 1% არის შემთხვევების, რომელიც შეიძლება, ლეტალობით დამთავრდეს. ევროპაში გავრცელებულია დასავლეთის შტამი. ყველა შემთხვევა მიმდინარეობს მეტ-ნაკლებად სუსტად, 4 კვირა ვრცელდება. ძალიან დიდი ინკუბაციური პერიოდი აქვს. ვირუსის გენომი განსხვავებულია. „მაიმუნის ყვავილის“ გენომი 6-ჯერ უფრო დიდი არის ვიდრე კოვიდის ვირუსის“, - აცხადებს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მაიმუნის ვირუსი“ საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია - გიორგი ფხაკაძე

❗ როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები

❗ გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

❗ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისთვის ბრიტანეთი 21-დღიანი კარანტინის რეკომენდაციას გასცემს