მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯონსონი მიდის? ჩვენ ის არ გვიყვარს“ - პესკოვი

პესკოვი და ჯონსონი

„ბატონ ჯონსონს ძალიან არ ვუყვარვართ და ჩვენც ის არ გვიყვარს“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს პესკოვს თუ როგორც შეაფასებს ბორის ჯონსონის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ  rbc.ru იუწყება. 

პესკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში შექმნილი სამთავრობო კრიზისი კრემლისთვის ნომერ პირველი თემა ვერ იქნება. ასევე, პესკოვს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ჯონსონის გადადგომა ბრიტანეთში ანტირუსული რიტორიკის პოლიტიკის კრახს?

„მე დიდი ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის რიტორიკას ვერ შევაფასებ. იქ ძალზე ჩახლართული პოლიტიკური სისტემაა. მთავრობის ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს კაცი, რომელსაც საერთოდ არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. შესაძლოა, სწორედ ასეთი პოლიტიკოსია ბორის ჯონსონი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს საათებში გადადგომას აპირებს. იგი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მმართველი პარტიის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე განაგრძობს.

ბრიტანეთში ამჟამად პოლიტიკური კრიზისია, რომელიც 5 ივლისს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ავიაციას შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა

🔴 უკრაინა ხერსონის გასათავისუფლებლად ემზადება - ISW

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „ის, რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს მსოფლიოში ახორციელებს, არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე“ - დმიტრო კულება

🔴 ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს - ბრიტანული დაზვერვა