მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხამენეიმ ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალა

ირანის სულიერი ლიდერი 2020

ირანის სასამართლო ხელისუფლებამ  22000 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ reuters-ი იტყობინება

მანამდე კი, ირანული მედია ათიათასობით პატიმრის შეწყალების შესახებ იუწყებოდა. შეწყალებას ხელი ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ მოაწერა. 

„შეიწყალა 82 000 ადამიანი, მათ შორის 22 000 ადამიანია, ისინი ანტისახელმწიფოებრივ აქციებში მონაწილეობდნენ“, - აღნიშნა ირანის სასამართლოს ხელმძღვანელმა. 

მან არ დააკონკრეტა რა პერიოდის განმავლობაში მოხდა შეწყალება. 
გარდა ამისა, უცნობია როდის გაათავისუფლებენ აქციებზე დაკავებულ პირებს. 

ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ირანის „ზნეობის პოლიციამ“ ქალებისთვის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის შეუსრულებლობის გამო დააკავა.

აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე  517 მომიტინგე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 შსს-მ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

👉 კრემლი პრიგოჟინს პუტინის რეჟიმის საფრთხედ აღიქვამს - ISW

👉 სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში, ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - კობახიძე