მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინ ლე პენი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას ეწინააღმდეგება

მარინ ლე პენი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, უკრაინაში ტანკების გაგზავნას იმ მიზეზით ეწინააღმდეგება, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან „კონფლიქტის ესკალაცია“ მოახდინოს. 

ლე პენმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა ტანკების უკრაინაში გაგზავნას, თქვა, რომ საფრანგეთმა და დასავლეთმა არ უნდა გაგზავნონ ტანკები უკრაინაში.

ჟურნალისტის კითხვაზე ეს ყველაფერი ომს გააუარესებს, ლე პენმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს“. 

ლე პენს მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს. 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება მოკავშირეებთან კოორდინირებული უნდა იყოს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  დენის პუშილინმა ოკუპირებული მარიუპოლის ე.წ. მერი შეცვალა

➖  FBI-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო ბრალი წაუყენეს

➖ „ნაცმოძრაობის“ არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა და პოლიტიკური შინაარსის არქონა რეჟიმს აწყობს - ბოკერია

➖  24 თებერვალს ვაპირებ აქციაზე ვიყო... ამ სამ პარტიასთან ერთად, ჩვენ არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ ვართ - ბოკერია

➖  ფინეთი შვედეთისგან დამოუკიდებლად ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს