მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დენის პუშილინმა ოკუპირებული მარიუპოლის ე.წ. მერი შეცვალა

რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქი მარიუპოლი

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დენის პუშილინმა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში ე.წ. მერი შეცვალა. ინფორმაციას RBC ავრცელებს. 

პუშილინმა ე.წ. მერად ოლეგ მორგუნი დანიშნა. მორგუნი აქამდე ნოვოაზოვსკის რაიონის საოკუპაციო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ეს პოზიცია ახლა ვასილი ოვჩაროვმა დაიკავა. 

კრემლის ლიდერმა ოკუპირებულ მარიუპოლს გასულ წელს „სამხედრო დიდების ქალაქის“ წოდება მიანიჭა. 

მანამდე კი მარიუპოლის მერის მრჩეველმა ანტონ ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ გაულაიტერებმა მარიუპოლში სახლების დანგრევის დაჩქარების ბრძანება გასცეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლის თითქმის 90%-ზე მეტი მიწასთან არის გასწორებული. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  FBI-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო ბრალი წაუყენეს

➖ „ნაცმოძრაობის“ არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა და პოლიტიკური შინაარსის არქონა რეჟიმს აწყობს - ბოკერია

➖  24 თებერვალს ვაპირებ აქციაზე ვიყო... ამ სამ პარტიასთან ერთად, ჩვენ არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ ვართ - ბოკერია

➖  ფინეთი შვედეთისგან დამოუკიდებლად ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

➖  გერასიმოვის განცხადებით, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

➖  სოფო ლილუაშვილი - ელჩად დავდივარ, რომ დავამტკიცო სიმართლე, რომლისთვისაც ყველა გაერთიანებულები ვართ