რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა.
„სავსებით შესაძლოა წარმოვიდგინოთ რუსული გემიდან ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. მისი ჩამოგდება შეუძლებელია. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა NATO-ს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ. შეშინდებიან. შემბრალებელიც არავინ იქნება“, - წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 19 დაღუპული და 20 დაშავებული - ავარია ბანგლადეშში
🔴 ჭავჭავაძეზე საიუველირო მაღაზია გაქურდეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
🔴 ოკუპირებულ მარიუპოლში ვიზიტით პუტინს სურდა თავი ლიდერად წარმოეჩინა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“
🔴 ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ იმიტირებული ბირთვული კონტრშეტევა დაიწყო