მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივიღე გადაწყვეტილება, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ვთხოვ ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების და ამ რესპუბლიკების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ მომზადდეს გადაწყვეტილება რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით რაც სასწრაფოდ უნდა შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს.

ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში  ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო.

პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეიძლება, ეწოდოს ლენინის სახელობის ქვეყანა, რადგან ის სწორედ ლენინმა შექმნა.

„დიდი სამამულო ომის წინ და შემდეგ სტალინმა საბჭოთა კავშირს შეუერთა და უკრაინას გადასცა გარკვეული მიწები, რომლებიც მანამდე პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს ეკუთვნოდა. ამასთან, ერთგვარი კომპენსაციის სახით, სტალინმა პოლონეთს ისტორიული გერმანული ტერიტორიების ნაწილი გადასცა, 1954 წელს კი, ხრუშოვმა რუსეთს რატომღაც ყირიმი წაართვა და უკრაინას აჩუქა. ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა. ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მადლობელმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამავე თემაზე: 

📎 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

📎 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

📎 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

📎 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📎 „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოწვევას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📎 უკრაინა ომის ზღვარზე - პროვოკაციები, რომლებიც არ წყდება და დაძაბულობა, რომელიც პიკს აღწევს