მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნატო-მ და აშშ-მა 2008 წლის გაკვეთილი ცუდად ისწავლეს“ - დიმიტრი მედვედევი

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას თქვა, რომ ნატო-მ და აშშ-მა ვერ ისწავლეს გაკვეთილი რუსეთისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

„2008 წელს მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით რუსეთი დაეხმარა ასობით ათას ადამიანს  და ობიექტური გაკვეთილი ასწავლა ნატო-ს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ნატო-მ ეს კარგად არ მიიღო და განაგრძო ცინიკურად და უცერემონიოდ მიახლოება რუსეთის საზღვრებთან, გააფართოვა ალიანსის პოტენციური წევრების წრე“, - განაცხადა მედვედევმა.

მედვედევი მიიჩნევს, რომ დასავლეთი კიევს მინსკის შეთანხმებების საბოტაჟში დაეხმარა.

„ომი დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ წესების გარეშე მიმდინარეობდა. ხალხი მუდმივ რეპრესიებს ექვემდებარებოდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს მათ სახლებს, აიძულეს ეცხოვრათ მარადიულ შიშში“, - დასძინა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ამავე თემაზე: 

📎 ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება ბაიდენთან განიხილა

📎„დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა“ - იენს სტოლტენბერგი

📎„პუტინი ომის საბაბს ქმნის“ - ლინდა თომას-გრინფილდი

📎უკრაინის საზღვრები დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა - ზელენსკი

📎 „მივიღე გადაწყვეტილება, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა“ - ვლადიმერ პუტინი

📎 შარლ მიშელი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება