მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მან დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, TWITTER-ში ეხმაურება. 

„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები ამ ყველაფერს სოლიდარობით და ერთიანობით უპასუხებენ, მტკიცედ და მტკიცედ“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

ამავე თემაზე: 

📎 „მივიღე გადაწყვეტილება, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა“ - ვლადიმერ პუტინი

📎 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

📎 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

📎 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

📎 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📎 „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოწვევას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📎 უკრაინა ომის ზღვარზე - პროვოკაციები, რომლებიც არ წყდება და დაძაბულობა, რომელიც პიკს აღწევს