მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება ბაიდენთან განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან  უახლესი მოვლენები განიხილა, - ამის შესახებ მან  Twitter-ზე დაწერა. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან საუბარს გეგმავს.

„ბოლო საათების მოვლენები განვიხილე ჯო ბაიდენთან. ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას. დაგეგმილია საუბარი ბორის ჯონსონთანაც“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

ამავე თემაზე: 

📎 შარლ მიშელი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

📎 „მივიღე გადაწყვეტილება, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა“ - ვლადიმერ პუტინი

📎 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

📎 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

📎 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

📎 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📎 „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოწვევას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📎 უკრაინა ომის ზღვარზე - პროვოკაციები, რომლებიც არ წყდება და დაძაბულობა, რომელიც პიკს აღწევს