მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება

ევროკავშირი უარს ამბობს უკრაინაზე არა რეფორმების, არამედ პოლიტიკის გამო

„უკრაინაში რუსეთის „მცირე“ შეჭრასა და სრულმასშტაბიან შეჭრას შორის განსხვავება არ არსებობს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა

„არავითარი განსხვავება არ არის მცირე შემოჭრასა და სრულფასოვან შემოჭრას შორის. არ შეიძლება იყოთ ნახევრად შემოჭრილი ან ნახევრად აგრესიული. აგრესია ან არის ან არ არის და, როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ 2014 წლიდან გრძელდება“, - აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინა დასავლეთის უუნარობის გამო საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადახდას არ აპირებს. 

„ისტორიის ყველა ეს გაკვეთილი უკვე ნასწავლია და პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად და მკაფიოდ გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“, - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში „მცირედით“ შეიჭრება საკამათო იქნება, თუ რომელი სანქციები უნდა აამოქმედონ მის წინააღმდეგ, თუმცა თუ იგი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებს, ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდება. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

იხილეთ აგრეთვე:

👉 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო)

👉 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

👉 თუ პუტინის ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, მოსახლეობა ამას არ აპატიებს - ვლადიმერ გოზმანი

👉„თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს