უცხოეთი

თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო)

რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვართან
1642752455
დაკოპირებულია

კომპანიის, Maxar Technologies-ის თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან პოლიგონებზე რუსული სამხედრო ტექნიკა დააფიქსირეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ფოტოებზე ტანკები, საარტილერიო დანადგარები, სატვირთო ავტომობილები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ჩანს.

ჟურნალისტის, ალექს სალვის ინფორმაციით, რუსეთმა შეიარაღებული ძალები კლიმოვოში (უკრაინიდან 13 კმ-ში) კლინცში (30 კმ), იელნაში (135კმ) და პოგონოვოში (165 კმ)

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები განათავსა, 2021 წლის ნოემბერში გავრცელდა. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ცნობით, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. მოსკოვი ამ მოსაზრებას უარყოფს.

პარალელურად მოსკოვმა დასავლეთს ფაქტობრივად ულტიმატუმის სახით მოთხოვნა წაუყენა, რომლის მიხედვით ნატომ ალიანსში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიღებაზე უარი უნდა თქვას. ალიანსმა მოსკოვს უპასუხა, რომ თითოეულ ქვეყანას ამ საკითხის სუვერენული გადაწყვეტის უფლება აქვს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება

პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს

🔴„ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება“ - ბაიდენი